შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ აღჭურვილობა გადასცა
23-01-2016, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ, საგრანტო პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე (GBRN) რეაგირებაში“ ფარგლებში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა: დეკონტამინაციის 4 კაბინა, აირგაუმტარი კომბინეზონები, პნევმატური კარავი და სამედიცინო ჩანთები გადასცა.

 

 

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

 

 

პოლონური მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან. 2015 წელს სააგენტოს თანამშრომლები პოლონეთში, ქალაქ გურჯონში იმყოფებოდნენ, სადაც მათ პოლონურმა კომპანია ''LUBAWASA''-მ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შესასწავლი ტრენინგი ჩაუტარა. ქართველმა მაშველებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ ვარჯიშში, რომელიც ქიმიური ნივთიერების შედეგად დაზარალებული ადამიანების სამაშველო ღონისძიებას ითვალისწინებდა.

 

 

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გადაცემული აღჭურვილობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს კატასტროფების რისკების შემცირებას და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირეთა კოორდინირებულ მუშაობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი