საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს გახსნას, რომელიც ოფიციალურად დღეიდან შეუდგა მუშაობას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
პრემიერი- მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მიროსლავ ლაიჩაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სლოვაკეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება ამ მიმართულებით დამატებით პერსპექტივებს გააჩენს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ: სლოვაკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ზუზანა ზვოლენსკა, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ბრანისლავ ჰიტკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მილან ზახარი, სლოვაკეთის საქმეთა რწმუნებული საქართველოში რუდოლს მიხალკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.