ზურაბ მელიქიშვილი: საგარეო ვაჭრობა 13%-ითაა შემცირებული, ექსპორტი კი - 23%-ით
23-01-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 13%-ითაა შემცირებული, ექსპორტი კი - 23%-ით. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება მუდმივად გვერდს უვლის იმ რეალურ მიზეზებს, რაც ეკონომიკას ამცირებს და ლარს აუფასურებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას.

 

 

"საქსტატის მიერ გამოქვეყენებული ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რადგან ვაჭრობა დაახლოებით, 13%-ითაა შემცირებული, მათ შორის, ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, ნომინალში გამოხატული კი ესაა - 657 მილიონი დოლარი. ანუ ესა ის თანხები, რომელიც ქართულ ბაზარს შიდა მოხმარებისთვის დააკლდა და რაც პირდაპირ ურტყამს ლარის გაუფასურებას. მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ქვეყნების მიმართულებით შემცირდა ექსპორტი - აზერბაიჯანში თითქმის განახევრებულია ექსპორტის რაოდენობა. ეს მნიშნველოვანია, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და აქედან მიღებული შემოსავალია შემცირებული. მთავარი ფაქტორი ის დაულაგებელი ურთიერთობაა მეზობლებთან, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ რეალური გეგმა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკას, შეაჩერებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხელისუფლება კი მხოლოდ განცხადებებითა და არაკონკრეტული ნაბიჯების გადადგმითაა შემოფარგლული", - განაცხადა მელიქიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი