პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელსაც ფოთში ცეცხლი გაუხსნეს, არავითარი ბიზნესი არ აქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
"ფოთის პროკურორზე თავდასხმა სახიფათო და მძიმე დანაშაულია. ეს უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ პერსონალური შეტევა. ეს მთელი ინსტიტუციისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მთელი ძალების მობილიზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული გახსნას. ამ დროისთვის, კონკრეტული ვერსია არ სახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები იქნებიან დაკავებულები. მას არავითარი ბიზნესი არ აქვს. პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი. ბევრი შემთხვევა იყო მისი გამოძიების ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მთავარ კითხვას, ვინ ჩაიდინა და რატომ მოხდა დანაშაული, მოკლე დროში გაეცემა პასუხი", - განაცხადა ბესელიამ.
ფოთის პროკურორს ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც გრიგოლეთში, საკუთარ სახლში მიდიოდა, 14 იანვარს აკაკის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნეს. პროკურორი არ დაშავებულა, თუმცა ავტომობილს, რომელსაც თავად მართავდა, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე გოგუაძეს ბიზნესი აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.