გიორგი კვირიკაშვილი: EBRD-ი მზად არის საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით დამატებითი სახსრები გამოყოს
23-01-2016, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხები და 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტის მეშვეობით, უკვე 10-ზე მეტი მშენებლობა განახლდა. ეკონომიკური საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის, სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება.

 

 

ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაჯამა დავოსში ვიზიტი და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესახებ.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ EBRD-ი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით.

პრემიერი დავოსში ასევე შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც, საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით, არიან დაინტერესებულნი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი