"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს პოსტი", - ამ სიტყვებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, იგი რამდენჯერმე შეხვდა კახა ცხადაძეს და კონტრაქტის ახალი პირობები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, კახა ცხადაძე ანაზღაურების სახით ფიქსირებულად ხელფასის 50%-ს მიიღებდა, ხოლო დარჩენილ თანხას კი იგი წარმატების შემთხვევაში ბონუსური სისტემით აიღებდა.
ლევან კობიაშვილის განცხადებით, კახა ცხადაძემ მასთან ამის შემდეგ კონტაქტი შეწყვიტა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს კახა ცხადაძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს გარეშე პირები იღებენ და აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელი იმ ადამიანებს აჰყვა, რომლებმაც 3 ოქტომბერს ჩატარებული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შედეგი ვერ მოინელეს.
"რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება. ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი,"-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.