სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!": მეჭიაური გამოირჩევა ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით
23-01-2016, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

 

"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს. 21 იანვარს, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან მისულ თამაზ მეჭიაურს მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს არტურ არუთინოვს აღნიშნულის გამო დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტი ნათლად ჩანს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. არანაკლებ საგანგაშოა ინციდენტის შემდეგ ბატონი მეჭიაურის მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც ეს უკანასკნელი ავლენს არმენოფობიურ დამოკიდებულებას და აცხადებს: "არ ვიცოდი ბატონი არტური თუ იყო, თორე... რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება უფრო მაგრად..."

 

 

აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს "ენჯეოელ სოროსელებად" მოიხსენიებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. აღნიშნულზე უთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები. ამავდროულად, უკანასკნელ ხანებში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფონზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით მკაცრად უნდა გაიწეროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები პარლამენტის წევრების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ განცხადებებზე. ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიმუშაონ თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებითაც მოხდება შიდა რეაგირება მათი ცალკეული წევრების მხრიდან სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული რიტორიკის გამოვლინებებზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალია, საკუთარი განცხადებებით საზოგადოებას სხვადასხვა ეთნიკური თუ კონფესიური ჯგუფის პატივისცემისკენ მოუწოდებდენენ. ამის საპირისპიროდ ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულებების გამომჟღავნება ქმნის წამახალისებელ ეფექტს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისათვის და აბრკოლებს პლურალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

განცხადებას ხელს აწერენ - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი