ირაკლი შოთაძე: რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ იმ საქმეებს, რომლებიც ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა
23-01-2016, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა და გაუხსნელია, პროკურატურა გამოიძიებს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც იგი მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

 

 

"ის საქმეები, რომელიც ფირცხალავამ დაასახელა, გაუხსნელია. მათზე იმ დროს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა, ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მიზეზთა გამო, რომელსაც ვერ ჩავუღრმავდები, ეს დანაშაულები გაუხსნელია. ამ დანაშაულებს რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ. ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა იმ საქმეებზეც ჭეშმარიტების დასადგენად", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

საუბარია 2007 წელს გოჩა მაღალდაძის და 2009 წელს ნინუების მკვლელობის საქმეებზე. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის დირექტორობის პერიოდში, მას გააჩნდა აღნიშნული მკვლელობების შესახებ ინფორმაცია. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კვალი სამივე მოკლულის შემთხევვაში, ბიძინა კუჭავაზე გადიოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი