ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის მოკლული პროკურორის დაკრძალვას დაესწრო.
"ქირიას მანქანის ძებნა მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში. ეს მანქანა გაცილებით მოშორებით იყო შემთხვევის ადგილიდან, შესაბამისად, სწორედ ამიტომ გაჭირდა ავტომობილის პოვნა შემჭიდროებულ ვადებში. თუმცა, მთავარია, რომ ეს მანქანა ნაპოვნია, მოხდა მისი დათვალიერება. მანქანიდან ამოღებულია შესაბამისი ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზები. არსებობს ვერსია, რომ ტელეფონი რუსთავში დააგდეს კვალის არევის მიზნით, სხვა დეტალებზე საზოგადოებას დამატებით მოვახსენებთ. ცნობილია, ვის მიერ იქნა ნაპოვნი ტელეფონი და ეს ადამიანი დაიკითხა. ბინის მეპატრონისგან ბიძინა კუჭავამ ბინა იქირავა რამდენიმე დღით, მეპატრონეს იგი გაეცნო სხვა სახელით და გვარით და მათ შორის ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხებით. ბინის მეპატრონემ ამოიცნო ბიძინა კუჭავა, როგორც ადამიანი, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ეს პირადობა ჩვენ არ გვაქვს ამოღებული, ეს ვიცით ზეპირსიტყვიერად", - განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, ბიძინა კუჭავას ჯიბეში ჰქონდა, ვახტანგ (პაატა) ქირიას მანქანის ტექნიკური პასპორტი. "მის და ვახტანგ ქირიას გარდა, სხვა ადამიანის ბინაში ყოფნა არ დასტურდება. ლოგიკურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ ვინაიდან ამ ადამიანებს აკავშირებდათ ნათესავური და ახლობლური ურთიერთობა, რასაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ქირიას პროკურატურაში საქმიანობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.