[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს“ (ვიდეო)
08-04-2014, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილაზაციის შესახებ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

 


"რა ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, დეტალურად საუბარი ჩემგან არასწორი იქნება, ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია, მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო მასში არაფერი ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ქვეყანაში და იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მისი თქმით, თუ ვინმეს დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა, ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება.

 

 

"ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ამის მცდელობა, ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება – ვინც არ უნდა იყოს. მინდა ყველას მაქსიმალურად სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, დაგამშვიდოთ და სრული პასუსხიმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

                                                   

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი