საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ ყოფილა გაკეთებული.
მეჭიაური არასამთავრობოთა ერთ ნაწილს სხვადასხვა ეროვნებებს თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ეს არის უკვე მცდელობა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომლებიც შეიმჩნევიან სხვადასხვა არც თუ ისე ქვეყნის სასარგებლო ინტერესების გატარებაში. კერძოდ, რასაც გადავხედე, მათი დიდი ნაწილი ძალიან მშვიდად უყურებს სხვადასხვა ფასეულობების შეურაცხყოფას, ეროვნულის, მართლმადიდებლობის და ა.შ. მაგრამ იქაც კი, სადაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, ცდილობენ მოახდინონ დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნებებს, თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის ჩვენს მოქალაქეებს შორის," განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაური თვლის, რომ არასამთავრობოთა ნაწილი ცდილობს ხელისუფლების იმ შტოს დისკრედიტაციას, რომელსაც თავად წარმოადგენს.
"ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელი და მოვუწოდებთ მათ, რომ უფრო მეტად გაატარონ იმ ქვეყნის ინტერესი, რომლის მოქალაქეებსაც ისინი წარმოადგენენ და ეცადონ მაქსიმალურად, რომ ნუ დაუპირისპირებენ ხელოვნურად სხვადასხვა ეროვნების ჩვენს მოქალაქეებს თუ არამოქალაქეებს ჩვენს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში, მე არ ვამბობ, რომ მე ვარ სახელმწიფო, მაგრამ მე ვარ ამ სახელმწიფოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, რომლის დისკრედიტაციასაც ისინი ცდილობენ," განაცხადა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.