ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, შესაძლოა, ახალ სკანდალში გაეხვიოს. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებობს სკანდალური მიმოწერა, რომელიც ყაზტრანსგაზის დროებით მმართველებს, ირაკლი გაბუნიასა და გიორგი ბენაშვილს, ეკუთვნის.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სკანდალური მიმოწერიდან ირკვევა, რომ შესაძლოა, კახა კალაძის ახლობელი თბილისში ყაზტრანსგაზისგან ბუნებრივი აირის დიდ მოცულობას იპარავდა და ამ გზით ფინანსურ სარგებელს იღებდა.
მიმოწერის თანახმად, ქსელზე დამონტაჟებული მრიცხველების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული, რაც თანამშრომლებს გარკვეული მაქინაციების საშუალებას აძლევს.
ტელეკომპანიის ცნობით, "კურიერს" წყარომ მიაწოდა საბუთები, რომლიდანაც ირკვევა, რომ გაზგანაწილების აღრიცხვა თბილისის მასშტაბით დიდი ხანია, მოშლილია და ამ გზით კომპანია მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. თბილისის ცალკეულ უბნებზე დანაკარგი 100%-საც კი აღემატება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.