სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება რაგბის კავშირის 68 ნამდვილ წევრს აქვს. გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. კენჭისყრა ფარულია. არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ილია ზედგინიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი ჩარევა არ ხდება.
"არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს, გადაწყვეტილებას იღებს სარაგბო ოჯახი. სულ რამდენიმე საათში გახდება გადაწყვეტილება ცნობილი, თუ ვინ გაუძღვება რაგბის კავშირს. თუ როგორია ჩემი განწყობები, ყრილობის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ," განაცხადა ზედგინიძემ.
მან პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ზედგინიძის განცხადებით, პრიორიტეტებია ეროვნული ნაკრების და სხვა ნაკრებების განვითარება, ბავშვთა რაგბის განვითარება, რაგბის პოპულარიზება და ა. შ.
გაიმარჯვებს ის, ვის კანდიდატურასაც რაგბის სამყარო დაუჭერს მხარს, ეს განცხადება არჩევნების დაწყებამდე ჟურნალისტებთან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მე-2 კანდიდატმა გოჩა სვანიძემ გააკეთა.
"დაველოდოთ რამდენიმე საათი და გვეცოდინება, ვინ გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს ის, ვის კანდიდატურასაც რაგბის სამყარო დაუჭერს მხარს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში რაგბი გააგრძელებს განვითარებას," აღნიშნა სვანიძემ.
პროცესს კი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კახიანი ესწრებიან.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რაგბის კავშირის არჩევნებში არავინ ერევა და გადაწყვეტილებას მორაგბეები თავად მიიღებენ, სამინისტრო კი ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მზად არის თანამშრომლობისთვის.
"ეს ოჯახი მიიღებს იმ გადაწყვეტილება რაც რაგბს ჭირდება. სახელმწიფო ნებისმიერ მათგანთან ითანამშრომლებს რაგბის განსავითარებლად," აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი კი აცხადებს წლების წინათ მორაგბე იყო და გულშემატკივრობს ამ სპორტს. კახიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში არ ერევა.
"ეს ის შემთხვევაა, რომ არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის ხდება. მე როგორც ყოფილი რაგბისტი მოვედი. სიმპათიები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვაჩნდეს. მთავარი არის ის, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს," აცხადებს კახიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.