ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის სიმპტომებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს 159-მა პაციენტმა მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი-2"ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, 159 პაციენტიდან 4-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რადგან მათ პნევმონია დაუდგინდათ. H1N1 დადასტურებული შემთხვევით კი კლინიკაში, ამჟამად, ერთი ადამიანია მოთავსებული. ანალოგიური შტამით იაშვილის კლინიკაში 6 წლამდე ასაკის 11 ბავშვი იმყოფება - მათგან ნაწილს ფილტვების ანთებაც აღენიშნება.
“რესპუბლიკურ საავადმყოფოს 24 საათის განმავლობაში 159-მა ადამიანმა მიმართა აქედან 4 ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ამასთან ერთად სახლში გასვლის 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ისეთი შემთვევები, რომ იყოს რაღაც საგანგაშო ამჯამად არ არის. ეპიდემიის საშიშროება არ არის“ - განაცხადა "რუსთავი-2"-თან საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.