საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა
24-01-2016, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, მოადგილემ შალვა გოგოლაძემ განუცხადა.

 


არჩევნებში მონაწილეების თქმით, გოჩა სვანიძეს მხარი 35 წევრმა დაუჭირა, ზედგინიძეს კი - 32-მა.

 


გოჩა სვანიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. სვანიძემდე აღნიშნულ თანამდებობას გია ნიჟარაძე იკავებდა.

 

 

გოჩა სვანიძე არჩევნებში დამარცხებულ ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც არჩევნების დასრულების შემდეგ სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზედგინიძეს მან თანამშრომლობა პირადად შესთავაზა.

 

 

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, სვანიძის თქმით, არჩევნებში დამარცხებული არავინ არის. "სხვაობა იყო ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ არჩევნების დღევანდელ მონაწილეებს. დამარცხებული არავინ არის," განაცხადა გოჩა სვანიძემ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი