საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე არჩევნებში დამარცხებულ ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს.
როგორც არჩევნების დასრულების შემდეგ სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზედგინიძეს მან თანამშრომლობა პირადად შესთავაზა.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, სვანიძის თქმით, არჩევნებში დამარცხებული არავინ არის. "სხვაობა იყო ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ არჩევნების დღევანდელ მონაწილეებს. დამარცხებული არავინ არის", - აღნიშნა სვანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.