სპორტულ ფედერაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ხორციელდება. "სპორტის შესახებ" კანონი, რომლის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია, განსახილველად უკვე ინიცირებულია.
პროექტით ეროვნული სპორტული ფედერაციების სამართლებრივი ფორმა განისაზღვრება და ეს გაერთიანებები კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად უნდა ჩამოყალიბდეს.
გარდა ამისა, კანონპროექტის გათვალისწინებით, ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლეს ორგანოდ ყრილობა განისაზღვრება, რომლის შემადგენლობაში წევრთა არანაკლებ ¾-ს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.
ამასთან, კანონპროექტით საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გარკვეული პირობები დგინდება და პროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და არ არის ნასამართლევი პირი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.