"გოჩა ჯამარაული კახა კალაძის კანდიდატურაა. არავინ იცის, იგი როგორი გამგებელი იქნება" - განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ექსპერტის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ჯამარაული ვერაფერს შეძლებს.
"წინასწარ იმის მტკიცება, რომ ჯამარაული არ ივარგებს, არ შეიძლება. ზოგიერთმა რატომღაც წამოიწყო კამპანია ჩემი და ჯამარაულის დასაპირისპირებლად. ისეთი ფრაზები მომაწერეს, რაც არ მითქვამს, არადა, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩემთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანია! მე ჯამარაულს ვუჭერ მხარს და იმედი მაქვს, რომ კარგი გამგებელი იქნება, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ის, გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შეძლებს. თავის დროზე გარდაბანში ჩემი წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯარისკაცების ხმების გამოყენება იყო. მაშინ "ქართულ ოცნებაში" ყველა იზიარებდა აზრს, რომ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ პროპორციული სისტემის არჩევნებში... სამწუხაროდ, ამ მავნე კანონის შესაცვლელად დღემდე არაფერი გაკეთებულა. იმედი მაქვს, საპარლამენტო არჩევნებზე მსგავსი რამ აღარ მოხდება. არ სჭირდება "ქართულ ოცნებას" გამარჯვებისათვის ასეთი რამ. საჭიროა, სასწრაფოდ შეიცვალოს კანონმდებლობა"- აღნიშნა არშიძემ.
მისივე თქმით, გარდაბნის რაიონი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება, ძალიან საინტერესოა თავისი ადამიანური და ბუნებრივი რესურსით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ სწორად უნდა გამოიყენოს აღნიშნული მუნიციპალიტეტის პოტენციალი.
"გარდაბნის რაიონში დღემდე არსებობს ძალიან ძლიერი"მაფია, რომელიც 90-იან წლებში ჩამოყალიბდა და ამ რაიონს ძარცვავს. წლებია, ის ხალხისთვის წართმეული ქონებით უკანონოდ ვაჭრობს. მოკლედ, პრობლემა უამრავია. არადა, გარდაბნის რაიონი უაღრესად საინტერესო რაიონია, როგორც ადამიანური, ასევე ბუნებრივი რესურსით. საჭიროა, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს და გამოიყენოს მისი პოტენციალი. უკვე ვთქვი, "ნაციონალური მოძრაობა" წინასწარ ქმნის აჟიოტაჟს, თითქოს არჩევნები ყალბდება. ემზადებიან იმისთვის, რასაც ოქტომბერში აპირებენ, ანუ გაყალბებაზე გამუდმებული აპელირებით შეეცდებიან დასავლეთის ყურადღების მიპყრობას..." - აღნიშნა ექსპერტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.