საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა, საუბარი საარჩევნო საკითხებს შეეხება, რასთან დაკავშირებითაც მას არც განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა და არც უიმედობის დანერგვა სურს.
"შეხვედრის თემა არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნაკლოვანებები კანონმდებლობაში - როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში და ამ ნაკლოვანებების შეცვლის აუცილებლობა. რაც შეეხება მოლოდინს, მე არც ზედმეტი იმედებით მინდა ვიყო აღჭურვილი - რაღაცნაირად გავაფეტიშო და განსაკუთრებული მოლოდინები შევქმნა და არც უიმედობა დავნერგო. თუ პრემიერის და ზოგადად, კოალიციის მხრიდან იქნება სწორად დანახვა იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება წარმოიქმნას საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაშინ გაუმჯობესება მოხდება და შედეგი დადგება", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.