გიორგი კვირიკაშვილი: მთავარია, ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ
25-01-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეიძლება რაღაც გავითვალისწინოთ, რაღაც - არა, მაგრამ მთავარია, ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

"მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში გაცილებით უფრო მაღალი იყოს. გვინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და არამხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და მართლაც სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვან, ასოცირების პროცესში ევროკავშირთან; დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად იმ კუთხით, რომ საქართველომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო პერიოდში ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და უბრალოდ იმისთვისაც აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთმანეთის მოვისმინოთ" - განაცხადა კვბირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი