"რუსეთი ცდილობს საქართველოზე ზეწოლას, ამ პროცესში, შეიძლება თბილისსა და ერევანს შორისაც გამწვავდეს ურთიერთობა"
25-01-2016, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "გაზპრომთან" გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. არეშიძის შეფასებით, მოცემულ სიტუაციაში, რუსეთი ცხდილობს საქართველოზე ზეწოლას. ამ ფონზე, მისივე თქმით, არ არის გამორიცხული თბილისსა და ერევანს შორისაც გამწვავდეს ურთიერთობა.

 

 

"რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა ნებისმიერ საკითხს პოლიტიკურ ჩარჩოში აქცევს; ამასთან, ყველამ იცის, რომ რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას ენერგეტიკულ აქტივობაზე აგებს. მოკლედ, რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების უკან, გაზის საქმე იქნება თუ სხვა რამ, აუცილებლად უნდა ვეძებოთ დიდი პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, საქართველოს უფრო და უფრო მეტი გაზი სჭირდება. აზერბაიჯანს აქვს საკმარისი რესურსი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ ამ ქვეყნიდან მეტი გაზი მივიღოთ.

 

 

ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ აქამდე ვერ მოხერხდა გაზსაცავის მშენებლობა, ამაზე ხომ 15 წელია, ლაპარაკობენ? სად იყო და რას აკეთებდა ამ მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ახლა ბევრს ლაპარაკობს? ან რატომ არ დაიწყო ამაზე ზრუნვა "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე?

 


მოკლედ, ვიდრე არ გვექნება გაზსაცავი ან არ ამოქმედდება "შაჰდენიზი 2", დაგვჭირდება დეფიციტის აღმოფხვრა და ჯერჯერობით ამის ერთადერთი გზა რუსული გაზია, რომლითაც დროებით მოგვიწევს სარგებლობა. ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე რუსული გაზის ოდენობა, სავარაუდოდ, 15-20%-მდე გაიზრდება. ეს მოცულობა საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის. კიდევ ერთი საკითხი. რუსეთი ითხოვს სომხეთისკენ გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმის შეცვლას, რაც ძალიან ცუდია და ამის უკანაც დგას დიდი პოლიტიკა. ამ შემთხვევაში რუსეთი აშკარად ცდილობს საქართველოზე ზეწოლას...

 

 

რაც შეეხება ირანიდან სომხეთის მომარაგებას, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მუქარაა, რადგან იმ გაზსადენით, რომელიც ირანსა და სომხეთს აკავშირებს, ტექნიკურად მეტი გაზის გატარება შეუძლებელია. ერთი წელი მაინც დასჭირდება იმას, რომ გარკვეული სამუშაოების შედეგად რუსეთმა ამ გაზსადენის გამტარიანობა გაზარდოს და რას იზამს ერთი წელი, სომხეთს გაზის გარეშე დატოვებს?! ეს მოსკოვს ხელს ნამდვილად არ აძლევს. ერევანში ისედაც იზრდება უკმაყოფილება კრემლის მიმართ, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დაარღვია, მაგალითად, ატომური ელექტროსადგურის რეაბილიტაციის თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს სომხეთისთვის გარკვეული თანხა უნდა გამოეყო, მაგრამ "გადააგდო..." შეიძლება ამ პროცესში თბილისსა და ერევანს შორისაც გამწვავდეს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და პოზიცია არ დავთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზიტის საფასური ნატურით მივიღოთ!" - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი