უახლოეს პროცესებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანია ე.წ. კაბელების საქმის განხილვას ესწრება, სადაც ბრალდების მხარის ოთხი მოწმე უნდა დაიკითხოს თავდაცვის სამინისტროდან. ალასანიას თქმით, დოკუმენტი, რომელიც წინა პროცესზე საქმეს დაერთო მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
"ეს დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია "დელტა კომი" და რომლის ტყუილებზეც აგებულია ბრალდება, აცხადებს, რომ მას მომსახურებისთვის ბევრად მეტი თანხები უნდოდა მიეღო თავდაცვის სამინისტროსგან, ვიდრე გაფორმებული კონტრაქტით "სილქნეტს". სიმართლე და ჭეშმარიტება რომ აინტერესებდეს პროკურატუარს, გამოითხოვდა შს სამინისტროდან იმ დოკუმენტს და კონტრაქტს, რომლითაც შეიტყობდა თუ რა რაოდენობის თანხებს იღებს "დელტა კომი" შსს-დან მომსახურებისთვის. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ჭეშმარიტების დადგენა არ სურთ. უახლოეს პროცესებზე გამოვლინდება, რომ ბრალდება ტყუილზეა აგებული და პოლიტიკურად მოტივირებულია", - განაცხადა ალასანიამ.
იგი გამოეხმაურა პროკურორის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტი, რომელიც წინა პროცესზე საქმეს დაერთო შემხებლობაში არ არის საქმესთან. "როცა ერთ ტყუილს იტყვი, მოყვება სხვა ტყუილები, რათა გაამართლო შენი ნათქვამი ტყუილი. საქმე კარგად მიჰყავთ ადვოკატებს და დადასტურდება, რომ "დელტა კომი" ძალიან დიდ, კოლოსალურ თანხებს იღებს შსს-გან, როცა საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.