რატომ არ აღმოჩნდა პარლამენტის პოლიტდევნილთა სიაში ლევან მამალაძე?
ლევან მამალაძე საქართველოში არ ჩამოვა მანამ, სანამ პროკურატურა და პარლამენტი მის მოთხოვნას არ შეასრულებს, – ამის შესახებ "კვირას" ლევან მამალაძის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა. მისი თქმით, ლევან მამალაძე იმ შემთხვევაში ჩამოვა საქართველოში, თუ მას პროკურატურა და პარლამენტი გარანტიებს მისცემს.
"ლევან მამალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და მის საქმეში არანაირი მტკიცებულება და მოწმე არ არსებობს, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებს. ხელისუფლების ზეწოლის შედეგად დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენის გამოტანა მოხდა, რის შედეგადაც ლევან მამალაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა და მის საქმეს პროკურატურა ხელხალა გამოიძიებდა, თუმცა, უშედეგოდ. სანამ პროკურატურა ლევან მამალაძის საქმით ხელახლა არ დაინტერესდება, ის საქართველოში არ ჩამოვა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, რათა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა, რომ გავრცელებულიყო მასზე კანონი, მაგრამ პროკურატურამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება.
2014 წლის თებერვალში, დიდი ძალისხმევის შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება და გავრცელდა ამინისტია, ანუ ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი",- აღნიშნა "კვირასთან" საუბრისას მამუკა ნოზაძემ.
ქვემო ქართლის გუბერნატორს პრეტენზიები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელისთანაც აქვს. როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, ლევან მამალაძემ პოლიტდევნილის სტატუსის მოთხოვნით, ჯერ კიდევ ერთი წლის მიმართა ბესელიას კომიტეტს. თუმცა, ის ემზარ კვიციანისაგან განსხვავებით, პოლიტდევნილთა სიაში დღემდე არ აღმოჩნდა.
"ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში, პოლიტდევნილის სტატუსის მოთხოვნით, მივმართეთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. ამავე პერიოდში, ანალოგიური მოთხოვნით მიმართა კომიტეტს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმაც. თუმცა, ლევან მამალაძე ამ სიაში დღემდე არ აღმოჩნდა. როგორც, ჩვენთვის ცნობილია, პარლამენტში უკვე შეიქმნა პოლიტდევნილთა მეორე სია, სადაც ლევან მამალაძის გვარი არსად ფიგურირებს. თუმცა, ამავე სიაშია ემზარ კვიციანი. ჩემთვის უცნობია, რა განატიები მიიღო ემზარ კვიციანმა", – აცხადებს მამუკა ნოზოძე.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლევან მამალაძეს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა. ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მამალაძეს ამნისტიის შედეგად მხოლოდ 4 წელი მოეხსნა და სასჯელის 12 წელი კიდევ მოსახდელი აქვს. როგორც ნოზაძე აცხადებს, თუ პროკურატურამ ლევან მამალაძის საქმის გამოძიება ხელახლა არ დაიწყო, მაშინ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს სასჯელის მოხდა ციხეში მოუწევს, რასაც ლევან მამალაძე არ დათანხმდება. "სწორედ ამიტომ, ის საქართველოში არ ჩამოვა", – დასძინა მამუკა ნოზაძემ.
"კვირა" ლევან მამალაძის საკითხის გასარკვევად, პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომეტეტთან არსებულ უფლებამდაცველთა ჯგუფის წარმომადგენელს ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, უფლებადამცველთა წარმომადგენლებმა ერთი წლის განმავლობაში 280-მდე პირის განცხადებები განიხილეს, თუმცა, საბოოლოდ 31 მოქალაქის საქმე პროკურატურას გადაეგზავნა. ამავდროულად, უფლებამდაცველთა ჯგუფის წარმომადგენლებმა უწყებას რეკომენდაციით მიმართეს, რათა 31 მოქალაქის საქმე განეხილათ. თუმცა ამ სიაში ლევან მამალაძის საქმე არ აღმოჩნდა. როგორც "კვირას" კაკაბაძემ განუცხადა, პოლიტდევნილთა სტატუსის მქონე პირთა, 31- კაციანი სია პარლამენტიდან პროკურატურას 2014 წლის თებერვალში გადაეგზავნა.
"თავდაპირველად კომიტეტს, პოლიტდევნილის სტატუსის მოთხოვნით, ლევან მამალაძის ოჯახის წევრებმა მომართეს, თუმცა, მათ არასრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მამალაძის საქმეზე დოკუმენტაცია უნდა დაემატებინათ. თუ რატომ არ აღმოჩნდა ლევან მამალაძე ამ სიაში, ჩემთვის უცნობია, ეს საკითხი ეკა ბესელიას უნდა ჰკითხოთ", – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ პარლამეტის დეპუტატი ეკა ბესელია სტრასბურგში ოფიცილური ვიზიტით იმყოფებოდა.
იზა შაქარაშვილი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.