საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა.
ბარდ ივარ სვენდსენმა, მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ნორვეგიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნორვეგიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სფეროში.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.