"კეთილი ინებოს მთავრობამ და გვითხრას - როგორ შემოიჭირეს ქამრები, როგორ შეიმცირეს პრემიებისა და დანამატების ოდენობა!"
25-01-2016, 04:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"კეთილი უნდა ინებოს მთავრობამ და გვითხრას, რას აკეთებენ შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად, გვაჩვენონ, როგორ შემოიჭირეს ქამრები, როგორ შეიმცირეს პრემიებისა და დანამატების ოდენობა!" - ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ექსპერტის განცხადებით, ხელისუფლება ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, თუ რას აკეთებენ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება ხელოვნურად არის შექმნილი და ის ბევრად არის დამოკიდებული საგარეო პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი დიდ ქვეყნებზე, რომლებიც გავლენის მოსაპოვებლად ერთამენთს ებრძვიან.

 

 

"რაც ხდება, მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან არ უნდა შევაფასოთ... ხომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრებული მსოფლიო წესრიგი მოიშალა. სირიის მოვლენებმა და იმ ამბებმა, რაც ამას მოჰყვა, სიტუაცია ყველა მიმართულებით შეცვალა. დღეს ვხედავთ, ახლო აღმოსავლეთში ყველა ყველას როგორ ებრძვის. ეს არის დემონსტრირება იმისა, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში... ნავთობის ფასის ვარდნა, პოლიტიკური არეულობები, სანქციები - მოკლედ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ხელოვნურად არის შექმნილი. დიდი ქვეყნები გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ძირითადად სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ებრძვიან.

 

 

მაგალითად, ავიღოთ დღევანდელი აზერბაიჯანი, რომელზე გავლენის მოსაპოვებლად სერიოზულად მუშაობენ როგორც რუსეთი, ისე აშშ. ამას ეწირება აზერბაიჯანის სტაბილურობა. ეს ქვეყანა დღეს რეგიონში ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. შექმნილმა პირობებმა, ყველაზე მეტად კი ნავთობის ფასის ვარდნამ, დააზარალა და დაასუსტა სახელისუფლებო ვერტიკალი... ნახეთ, რა ხდება რუსეთში, რომელიც სანქციების მძიმე შედეგს დღითი დღე იმკის. ასევე მძიმე მდგომარეობაშია თურქეთი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გავლენის მოსაპოვებლად იბრძვის... ეს ყველაფერი ჩვენ გარშემო ხდება და ჩვენზეც აისახება. მე არ ვარ სპეციალისტი და გამიჭირდება ლარის დევალვაციის კონკრეტულ მიზეზებზე ლაპარაკი, მაგრამ პროფესიონალებთან საუბრის შემდეგ შემიძლია ვთქვა: დიახ, არის საგარეო ფაქტორები, რომლებიც აისახება ჩვენს ეკონომიკურ პროცესებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების სწორი მუშაობაც, რაც ხშირად ხდება სპეციალისტების კრიტიკის საგანი. გარდა ამ ინსტიტუტების მუშაობის ხარვეზებისა, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, დაინტერესებული იყვნენ საქართველოს დასუსტებით და ლარის გაუფასურების პროცესს რაღაც ინსტრუმენტებით ახალისებდნენ...

 

 

ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება და ისიც უთხრას, რას აკეთებ პრობლემების აღმოსაფხვრელად. დეპუტატი ტყემალაძე უფრო შორს წავიდა და აგვიხსნა, რომ თურმე ლარი კი არ გაუფასურდა, დოლართან მიმართებაში კურსი დაეცა. ამგვარ განცხადებებს საზოგადოება ცინიზმად აღიქვამს, რაც აზიანებს ხელისუფლების იმიჯს. კეთილი უნდა ინებონ და გვითხრან, რას აკეთებენ შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად, გვაჩვენონ, როგორ შემოიჭირეს ქამრები, როგორ შეიმცირეს პრემიებისა და დანამატების ოდენობა! მარტო ლაპარაკი საკმარისი არ არის. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩინოსნისა და ჩვეულებრივი მოქალაქის მდგომარეობა მაინცდამაინც არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში ხალხი მართლაც გაგებით მოეკიდება შექმნილ ვითარებას..." - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბარში არეშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი