გზების დეპარტამენტი მოსახლეობას ზამთრის საბურავების გამოყენებისა და გზებზე დაწესებული რეჟიმების დამორჩილებისკენ მოუწოდებს
25-01-2016, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ გასვიანმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და კახეთში. როგორც ნუგზარ გასვიანმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე საყრდენი პუნქტი მუშაობს, სადაც მობილიზეულია შესაბამისი სამსახურები ადამიანური რესურსებით, ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით. ნუგზარ გასვიანის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს კოორდინაციასა და მონიტორინგს ადგილზე უწევენ.

 

 

"ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით, კერძოდ, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილსა და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე", - განაცხადა გასვიანმა. მისივე თქმით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმები დაწესებულია: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილსა და თბილსის შემოსავლელ გზაზე (მხოლოდ მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი