რა ჩვენებებს აძლევდა ბიძინა კუჭავა სკანდალური მკვლელობების საქმეზე წლების წინ
25-01-2016, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“ სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს, რომლებიც მან წლების წინ გოჩა მაღალთაძის და უშიშროების გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეებზე მისცა.

 

 

ბიძინა კუჭავას ჩვენება ნინუების მკვლელობის საქმეზე:

 

 

"თამაზ­ ნინუა ჩემი მეზობელია. ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როცა ტელევიზია "იბერვიზია"­ ჩამოვაყალიბე, მაშინ უშიშროების­ მაღალ­ჩინოსანი­ იყო. მის სახლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა აგარაკიდან ჩამოვიდა და ბარგის ატანაში დავეხმარე და მეორედ, მის გარდაცვალებამდე 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში. ეს თამაზის ინიციატივა იყო - მკითხა, ხომ არ ვიცოდი, რა ეღირებოდა, ან ხომ არ მეგულებოდა ვინმე, ვინც მრგვალფარებიან "მერსედესს" ყიდდა. ვუთხარი, რომ გავიკითხავდი. ისიც ვკითხე, ეკასთვის ხომ არ გინდა-მეთქი. მიპასუხა, მიახლოებით ეგრეაო. მან ჩამაწერინა თავისი ტელეფონის ნომერი. შემდეგ დავურეკე და ვუთხარი მოცემული მოდელის "მერსედესები" მთლად ახლები­ 7.000 დოლარიდან იწყება ფასი-მეთქი. ისიც ვუთხარი, მეც ვაპირებ ჩემი "მერსედესის" გაყიდვას 11-12 ათას დოლარად-მეთქი. თუმცა შემეძლო ფასის დაკლებაც. ეს აზრი თამაზს მოეწონა. შემდეგ მთხოვა საღამოს მასთან სახლში მივსულიყავი. სახლში რომ მივედი­, იქ იყო მისი მეუღლე ეთერი, რომელსაც თამაზმა უთხრა, ალბათ წასაღებად მობრუნდებაო... რომ ვკითხე, რა ხდება-მეთ­ქი, მითხრა, ჩემი მეგობარი იყო და საბუთე­ბი დარჩაო.­ თამაზმა მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, მივხვდი, მანქანის ყიდვა უნდოდა და ფული არ ჰქონდა. მკითხა, რას ვიტყოდი თუ ნაწილ-ნაწილ გამისტუმრებდა. მოვიფიქრებ-მეთქი. ესეც იმიტომ ვთქვი,­ რომ ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ მინდოდა თანხა ერთად ამეღო. მერე მკითხა, ხომ არ მყავდა ვინმე ამერიკაში, რაც ძალიან გამიკვირდა. რადგან­ იმ დონის კაცს ჩემი დახმარება რაში სჭირდებოდა. მაშინ ვკითხე მიზეზი. მიამბო, რომ მეგობართან ერთად ჰქონდა ბაზრობა. ისიც მითხრა, რომ მისულან მასთან მკლავ­ჭი­დელი ზაურ ცხადაძე­ და კიდევ ვიღაც პიროვნება, რომელსაც უნდოდა "ჰამერის" ყიდვა. თამაზს ვიღაც ქართველისთვის­ მიუცია ამერიკაში მანქანის­ შეკვეთა და ამისთვის 40.000 დოლარი გადარიცხა, თუმცა იმ ადამიანმა მანქანა არ გამოუგზავნა. ამიტომ ეძებდა ვინმეს, ვინც მონახავდა ამ კაცს ამერიკაში. თქვა, მევალეები მაწუხებენო...

 


ჩემი იქ ყოფნის დროს ბინაში არავინ მოსულა. ისიც მითხრა, რომ თავისი მეწილეებიდან ვიღაც ყიდდა ბათუმის პორტში 400 კვადრატულ მიწას და მსურველი მომეძებნა. ასე დავშორდით.

ბოლოს თამაზ ნინუა ვნახე 10 ან 11 ნოემბერს, სადარბაზოში ლიფტთან. აღელვებული იყო - ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმე, რა დროს ეგააო (იმ პერიოდში პარლამენტში საგამოძიებო კომისია იყო შექმნილი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. - ავტ.). ხელში ეჭირა გამჭვირვალე ფაილებში ჩაწყობილი ქაღალდები და მრგვალი დისკი. "

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი