შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები გასული ღამის განმავლობაში აჭარაში 72 გამოძახებაზე გავიდნენ, სადაც ოპერატიულად აღმოუჩინეს დახმარება ყინულზე მოცურებული ავტომანქანების მძღოლებს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მეორე დღეა გურიაში ინტენსიურად თოვს. მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია. გურიის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაიონულ ცენტრს არც ერთი სოფელი მოწყვეტილი არ არის. სოფლებთან საავტომობილო გზით დაკავშირება შესაძლებელია" , - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.