საარჩევნო სისტემა, რომელზეც შევჯერდით და შევიმუშავეთ, არის ჩამოყალიბებული და მართებული, - ასე ასფასებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სადაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო საკითხები განიხილება, სამუშაო ჯგუფიც შეიქნება და სხვა სამუშაო ორგანოებიც შეიძლება შეიქმნეს, თუმცა მისი თქმით, თავად სისტემა, რომელზეც შეჯერდნენ და შეიმუშავეს, არის ჩამოყალიბებული და მართებული.
"რასაკვირველია, ნებისმიერ პარტიასთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში უნდა იყო, თუნდაც ერთკაციანი პარტიები იყოს – ეს არის საქართველოს სინამდვილე და რეალობა, მაგრამ სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთარი, პირადი მოსაზრებებიდან გამოდიან. რატომღაც ჰქონიათ, რომ თუ სიები იქნება, აქედან წარმატების რაიმე პერსპექტივა ჩნდება. მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა სამართლიანი სისტემაა, შეესაბამება ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს. გუშინაც, წინა კვირაშიც მქონდა კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან და მხარდაჭერა საკმაოდ მკაფიოა," – აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.