საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ცხადაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა და სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა.
"მე დაველოდები აღმასკომის სხდომას. მათი გადასაწყვეტია დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე. მე არ ვაპირებ დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით", - განაცხადა კახა ცხადაძემ. მან ხელფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნაკრების ყოფილ მწვრთნელებთან შედარებით 600-700 ათასი დოლარით ნაკლები ხელფასი აქვს. კახა ცხადაძემ დღეს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ფედერაციამ მას თანამდებობის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი შესთავაზა, თუმცა მისგან დაზუსტებული პასუხი არ ყოფილა.
"3-ჯერ შევხვდი კობიაშვილს. ჩვენი ბოლო შეხვედრაზე მან შემომთავაზა, რომ კომპენსაციას გადამიხდიდა ფედერაცია 200 ათას დოლარს. მე ვუთხარი რომ არ ვიყავი ამაზე თანახმა და ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. საბოლოოდ არ მოხდა შეთანხმება", - განაცხადა ცხადაძემ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებსაც მოუწოდა, რომ მათ საკუთარი საქმე აკეთონ, რადგან ისინი არ არიან არც ცხადაძის და არც კობიაშვილის. "თქვენი ვალდებულებაა, მაქსიამუმი გაიღოთ ნაკრებისთვის და არ ჩაერიოთ დავაში", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.