ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ესპანეთის წარმომადგენელი პედრო აგრამუნტი. ინფორმაცია ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პედრო აგრამუნტი აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილებას 2018 წლამდე შეასრულებს.
მანამდე, ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. 2 000 წლიდან აგრამუნტი საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წევრია. დღეს გამართულ პლენარულ სესიაზე აირჩიეს ასევე, ასამბლეის 16 ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ერთ-ერთი მათ შორის, თედო ჯაფარიძეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.