ენერგეტიკის სამინისტრო: "რუსთავი-2"-ის მიერ წამოწყებული პოლიტიკურად მიკერძოებული კამპანია ცალსახად მთავრობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული
25-01-2016, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს განცხადებით პასუხობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

 

"სამწუხაროდ, არ წყდება რუსთავი 2-ის მიერ წამოწყებული პოლიტიკურად მიკერძოებული კამპანია, რომელიც ცალსახად მთავრობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და მოვლენების დამახინჯება... ეს არის ის რაც შეიძლება ვუწოდოთ 23 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს ენერგეტიკული პროექტების შესახებ.

 


„ფურცელზე დაწყებული პროექტები“ და პრობლემების კასკადი, ეს არის ის რაც ჩვენს მთავრობას 2012 წლის ბოლოს მემკვიდრეობით ერგო, თუმცა წინა ხელისუფლების საამაყო ინსტრუმენტად იყო ქცეული. ვითომდა დაწყებული “ნენსკრაჰესის” და გაზსაცავის პროექტები ინვესტორის და დაფინანსების გარეშე ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. “ნამახვანჰესების” კასკადის პროექტის მოლაპარაკებები თურქულ-კორეულმა კონსორციუმმა 2012 წლის ზაფხულში წარუმატებლად დატოვა. 2009-2011 წელს წელს ვითომდა დაწყებული პროექტები სწორედ რომ არასწორი საინვესტიციო პოლიტიკის და არასწორი მოლაპარაკებების შედეგად წლების განმავლობაში გაჩერებული იყო. არ დაწყებულა “ნენსკრაჰესის” პროექტის მშენებლობა და რათქმაუნდა 2015 წელს ვერც დასრულდებოდა, არ დაწყებულა გაზსაცავის პროექტის განხორციელება და რათქმაუნდა 2015 წელს ვერ დასრულდებოდა, ვერ შედგა მოლაპარაკებების ნამახვანის პროექტის განხორციელებაზე, დაფინანსების გარეშე იყო დარჩენილი “შუახევიჰესის” და “სხალთაჰესის” პროექტები. სხვა პრობლემებთან ერთად დაფინანსების პრობლემა ჰქონდა და შეჩერებული იყო “დარიალიჰესის” პროექტი. სიცრუის მატარებალია ასევე კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განსახორციელებელ 100 მილიონის ოდენობით ინვესტიციაზე მთავრობის მხრიდან უარის თქმა. ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2007 წელს დაიდო, რომელიც ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. 2013 წლამდე არასდროს გადადგმულა პრაქტიკული ნაბიჯი „ხუდონჰესის“ პროექტის განსახორციელებლად.

 


მთავრობის უკანასკნელი 3 წლიანი მუშაობის შედეგად დაფინანსება მოიპოვა “შუახევის” და “სხალთას” პროექტებმა. ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთო მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი TATA ჯგუფი, დაფინანსება გამოჰყვეს მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა EBRD, IFC და ADB-მ, სადგურების მშენებლობა შეუჩერებლად მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის შემოდგომას დასრულდება. დაფინანსება მოიპოვა „დარიალიჰესის“ პროექტმაც რომელიც ასევე შეუჩერებლად მიმდინარეობს და წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. ამის შედეგად ქვეყნის ენერგეტიკაში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. მოლაპარაკებები შედგა და ხელშეკრულება დაიდო ინვესტორთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობაზე რომელიც გასული წლის შემოდგომას პირველად დაიწყო და მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად სამშენებლო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება გაზსაცავის პროექტის განხორციელება, რაც 2009 წლიდან 2013 წლამდე საუბრის დონეს არ გასცდენია. მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა „ხუდონჰესის“ პროექტის ფარგლებშიც, სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ შეიცვალა ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები, შედგა შეხვედრები და კონსულტაციები მოსახლეობასთან და პროექტის განხორციელებაც ახლო პერიოდში დაიწყება. 2013 წელს მოსახლეობას შეუმცირდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ტარიფები რის შედეგადაც მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო.

 


ეს არის იმ სიახლეების და პროექტების პერმამენტულობა, რომელიც ქმნის ქვეყნის კეთილ მომავალს, უქმნის საფუძველს ეკონომიკურ და სოციალურ აღმავლობას. ამის დეზინფორმაციით განეიტრალებას და დამახინჯებას ცდილობენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, თავისი პარტიული ინტერესების სანაცვლოდ და შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.

 


გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს შეწყვიტოს მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ! ამ კონკრეტულმა მედია საშუალებამ თავისი პროფესიონალიზი არა რომელიმე პარტიის სამსახურში უნდა გამოავლინოს, არამედ როგორც საერთაშორისო მედიასტანდარტი მოითხოვს - უნდა სწორი, დროული და ამომწურავი ინფორმაცია მოიპოვოს და მიაწოდოს მოსახლეობას" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი