ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ევროპაში ტერაქტების ორგანიზებას შეეცდება. როგორც BBC იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ევროპოლის ხელმძღვანელმა, რობ უეინრაითმა ჰააგაში, ახალი კონტრტერორისტული ცენტრის გახსნაზე განაცხადა.
"ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" აქვს სურვილი და შესაძლებლობები, ევროპაში თავდასხმები კვლავ განახორციელოს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ ტერაქტების აღსაკვეთად. ისლამური სახელმწიფო" მუმბაის ტერაქტების მსგავს ახალ თავდასხმებს ამზადებს, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პირველ რიგში საფრანგეთში განხორციელდება", - დააზუსტა ევროპოლის ხელმძღვანელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.