საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისი შეიქმნება, - გადაწყვეტილება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერის დავალების შესაბამისად, მოკლე ვადებზე გაწერილ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ინოვაციების სააგენტო მომავალ კვირას, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, აქცენტი მოკლევადიან, ქმედით ნაბიჯებზე გადაიტანონ და ყველა სამუშაო შეხვედრა თუ სამოქმედო გეგმის განხილვა კონკრეტულ, მოკლე ვადებზე გაწერილი სტრატეგიებით დასრულდეს.
კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნესის განსავითარებლად, რაც საქართველოში ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების გამოშვებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
გლობალური კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, სხდომაზე პრეზენტაცია გამართა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორმა ჯორჯ კენეიმ. ჯორჯ კენეი ინსტიტუტში ინოვაციებისა და გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციის პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული; არის NASA-ს დაფინანსებით შექმნილი მასალების გადამუშავების ცენტრის თანადამფუძნებელი. ამჟამად, ჯორჯ კენეი არის სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე სტარტაპ კომპანიის EntraTympanic -ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.