თეა წულუკიანი: როდესაც პოზიტიური რეფორმა ხორციელდება, ხელი კი არ ავუქნიოთ, არამედ ჩამოვართვათ, მივესალმოთ
25-01-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან კარგი იქნებოდა თუ ყველა, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, როდესაც პოზიტიური რეფორმა ხორციელდება, ხელი კი არ ავუქნიოთ, არამედ ჩამოვართვათ, მივესალმოთ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა.

 

 

როგორც წულუკინმა განმარტა, თუ პარლამენტი მათ პოზიციას გაიზიარებს, შემოდგომიდან ვერც ერთი სამინისტრო ვერ შექმნის თავის ტეროტორიაზე სპეცუბანს.

 

 

"მაგალითად, მუხროვანში ვერ შეიქმნება სპეცუბანი. იმ ტერიტორიაზე და ვერც ერთ სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე ვერ გაიმართება არჩევნები. იმ ადამიანებს, ვინც იქ იქნებიან არჩევნების დღეს, მიეცემათ საშუალება წავიდნენ შინ, რეგისტრაციის ადგილას და იქ მისცენ ხმა. ერთი გამონაკლისი იქნება დაშვებული, რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ მისცემს მაჟორიტარობის კანდიდატს ხმას მაგალითად საგარეჯოში, თუ ის არის მესტიიდან და დგას საგარეჯოში წელიწადზე ნაკლები ვადით. თუკი არის წელიწადზე მეტი, მას მიეცემა უფლება თავის აზრი გამოთქვას. რაც შეეხება ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მათ ვერ ჩამოვართმევთ ხმის უფლებას. ამიტომ, გამონაკლისი იქნება საზღვარგარეთ მყოფი სამხედროები და იქ არჩევნები ჩატარდება. კოდექსში აქამდე ეწერა, რომ სპეცუბნები შეიძლება შეიქმნას, იყო სია და ბოლოში ეწერა "და სხვა". ეს "და სხვა" რა იყო, არავინ იცოდა და არც მთავრობას სურდა, ჩვენამდე, ამის გაუქმება", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი