დიდთოვლობამ კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, ამ დრომდე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. რეგიონის 7 ათასამდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კახეთში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს. ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსისთვის. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინაარმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული. ინტენსიური თოვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.