დიდთოვლობის გამო ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერმა საგანგებო თათბირი გამართა.
ინტენსიური თოვის გამო ქალაქის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა.
შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს.
თოვლსაწმენდი ტექნიკა მუშაობს მთელი ქალაქის მასშტაბით. სექტორებადაა დაყოფილი შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, რომლებიც ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
გამწვანების სამსახური აგრძელებს შემოვლებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავებისა და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.