ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს მიაღწია, ხოლო ქალაქში 40-50 სმ-ს აღწევს.
სტიქიასთიან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაოებს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები. ინტენსიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება - იწმინდება ქალაქის ქუჩები და სოფლების ცენტრებთან მისასვლელი გზები, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს იმ მიმართუელბით, სადაც მძიმე ავადმყოფები ცხოვრობენ. ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.