გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია
26-01-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 

 

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობის რეფორმა იქნება, რაც გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

„ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

პრემიერმა არასამთავრობოებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინტენსიური პროცესის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ყველა მინისტრი ერთობლივად განიხილავს თითოეული სამინისტროს პროექტების პორტფელს, რის შემდეგაც ხდება მათი პრიორიტეტიზაცია.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ერთობლივი პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად.

 

 

„პროექტების პრიორიტეტიზაცია ხდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორის სამი უმთავრესია - საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. თითოეული სამინისტროსთვის ვირჩევთ 3-დან 5 პრიორიტეტამდე, რაც მთლიანობაში აიკინძება მთავრობის პროექტების ერთიან პორტფელად და მათ შორის აირჩევა მთავრობის მასშტაბით 3-დან 5-მდე პრიორიტეტული პროექტი. ეს პროცესი ალბათ უახლოეს ერთ თვეში დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ თითოეული სამინისტროს მიმართულებით ორი შეხვედრა ტარდება, რომელთაგან პირველზე განიხილება პორტფელი და გამოიყოფა ყველაზე აქტუალური პროექტები, ხოლო მეორე შეხვედრაზე - პოლიტიკური პასუხები და გამოწვევები.

 

 

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელშიც ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრიორიტეტების განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაიმართება, რადგან მთავრობის მიზანია ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი