რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ოკუპირებულ აფხაზეთთან დააკავშირებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა სტავროპოლში გამართულ რეგიონალურ ფორუმზე განაცხადა.
"ეს კარგი პროექტია, ფედერალური ხელისუფლება მის მხარდასაჭერად მზად არის", - განაცხადა პუტინმა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა "კავკასიის ერთა რუსული კონგრესის" თავმჯდომარემ, სულთან ტოგონიძემ ფორუმზე პუტინს პროექტის დეტალები გააცნო. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის ოლქს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ერთმანეთთან დააკავშირებს.
პროექტის თანახმად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ჩინური კორპორაცია China Railway და რუსული კომპანია "რეგიონული პროექტები" ააშენებენ. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მხარეები კონტრაქტის გაფორმებას ოჩამჩირეში საზღვაო პორტის მშენებლობის შესახებაც გეგმავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.