კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
26-01-2016, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომმა ფედერაციაში გამართულ სხდომაზე მიიღო. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა.

 

 

კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. კერძოდ, სფფ კახა ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას სთავაზობდა. თავის მხრივ კი, ცხადაძემ ეს შეთავაზება არ მიიღო და ფედერაციას თავისი პირობა წაუყენა – ხელფასის 25%-ით შემცირება, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი აღნიშნული 25%-ის უკან დაბრუნება. ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის ხელფასის ოდენობა და სფფ-ს მიმართ მისი ვალი გამოააშკარავა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კახა ცხადაძე თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი