დავით ბაქრაძე: რუსეთს სანქციები საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვისაც უნდა დაეკისროს
09-04-2014, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიმართ პრინციპულ რეზოლუციას მიიღებს. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვისაც უნდა დაეკისროს სანქციები.

 


"იმედი მაქვს, რომ ევროსაბჭო რუსეთზე ძალიან მკაცრ რეზოლუციას მიიღებს. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე დამატება და ცვლილება რეზოლუციაში, რომელიც ამკაცრებს რუსეთის პასუხისმგებლობას. ჩვენი თვითმიზანი რუსეთთან დაპირისპირება არაა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, იქნეს ადეკვატურად რეაგირებული და რუსეთს დაეკისროს ადექვატური სანქციები, არა მხოლოდ იმაზე, რასაც ის დღეს აკეთებს, არამედ იმაზე, რაც მან გააკეთა და აგრძელებს საქართველოში",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს უკრაინის შესახებ სპეციალურ რეზოლუციას. პროექტი ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი