საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრაზე საარჩევნო საკითხები განიხილება. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, რასთან დაკავშირებითაც ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდა. ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გუშინ შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.