აღმასკომის წევრებთან მოლაპარაკებების გზით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზეც ვთქვი. მე ჩავთვალე, რომ აღმასკომთან ერთად უნდა მესაუბრა. მივედით იმ შეთანხმებაზე აღმასკომთან, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.