სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი რუს მეზობლებთან ურთიერთობაში, სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს
26-01-2016, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური და კეთილმეზობლური, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პერსპექტივები არსებობს ომხრივ ურთიერთობაში 2016 წელს.

 

 

"ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური იყოს. ქართველი ხალხი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების" გარდა, რუსეთს "სხვა გამოსავალი" არ ჰქონდა. "ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პოლიტიკის შედეგი. ის პროვოკაციებითაა ცნობილი, რომლის ნაწილი მისი ინიციატივით, ნაწილი კი შეკვეთით ხდება", - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვი კმაყოფილია ჟენევის დისკუსიების გაგრძელებით და არსებობს იდეები, რომელიც ფორმატის ყველა მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც არ დაუშვებს "რეგიონში რეციდივების გამეორებას". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, გააკრიტიკა საქართველო, რომ გაერო-ში ყოველწლიურად ლტოლვილების შესახებ "ცალმხრივი" რეზოლუცია შეაქვს. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, ამ რეზოლუციაზე გაერო-ში იმსჯელოს, თუმცა აფხაზებისა და ოსების მონაწილეობით.

 

 

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზებს და ოსებს "ამერიკელი კოლეგები" ვიზებს არ აძლევენ, რის გამოც მან ამერიკული მხარე ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და პარალელი გაავლო კოსოვოსთან, რომლის მოქალაქეებს "ვიზების მიღების საკითხში პრობლემებს არავინ უქმნის".

 

 

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს, სერგეი ლავროვის შეფასებით, "ეს ურთიერთობა ახლა გაყინვის სტადიიდან გამოდის". როგორც მან აღნიშნა, დამყარდა კონტაქტები ქართულ-რუსულ უწყებებს შორის რიგ სფეროში, მათ შორის ფიტოსანიტარულ და სავაჭრო სფეროებში. რაც შეეხება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს, სერგეი ლავროვის შეფასებით, ეს არის "პრაგმატული პროცესი" და მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, უადგილოა. მისი თქმით, საქართველოს მოლაპარაკებები "გაზპრომთან" აწყობს სომხეთსაც.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი