"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა" და სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა" - აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი თქმით, პერიოდულად ვრცდელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში "ისლამური სახელწმიფოს" მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ.
სერგეი ლავროვმა ასევე კარასინი-აბაშიძის ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის სანდო ურთიერთობაა დამყარებული, რაც საშუალებას აძლევს, ყველა საკითხზე ისაუბრონ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს. "სხვათა შორის, მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - აღნიშნა ლავროვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.