გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სახელმწიფომ 146 საწარმოს დაუჭირა მხარი
26-01-2016, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, წელიწადნახევრის საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ 146 საწარმოს დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ქარვასლაში" განაცხადა, სადაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ახალი კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციას გამართა.

 

 

"აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორინეტირებულია ქვეყანაში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარემეების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნაზე და უკვე არსებული ბიზნესის გაფართოვებაზე. პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს შედეგები. წელიწადნახევრის საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 146 საწარმოს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 366 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 6000-ზე მატი ადამიანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ასევე წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება. 26-თვიანი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტრენინგს გაივლის 6 000-მდე მეწარმე, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნეს იდეა და რეგიონებში 5 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

"მოყვანილი რიცვხები არ არის უბრალო სტატისტიკა, ეს არის რეალური წინსვლის დასტური, რომელიც საბოლოო ჯამში, თითოეულ მოქალაქეზე და მთლიანად ქვეყნის მდგრად განვითარებაზე აისახება. სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკა, შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ასევე ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე - წარმოადგენს მყარ საფუძველს საქართველოში ბიზნესის დაწყების და მისი წარმატებული განვითარებისთვის, რისი გონივრულად გამოყენების ერთ-ერთ მაგალითსაც წარმოადგენს "გადაიღე საქართველოში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი