ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაწმენდით სამუშაოებში საჯარო მოხელეებიც ჩაერთვნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ხობში არსებული სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“, ჰოსპიტალისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაწმენდით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. გაიწმინდა ფეხით მოსიარულეთა მისასვლელი ბილიკები და კიბის საფეხურები.
როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, ამ დროისთვის, ხობში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა აღმოფხვრილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.