"მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"შარშან ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ იმაში, რომ შეგვექმნა ფორუმი, რათა მომხდარიყო კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით. მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, არის წინაპირობა ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების საქართველოში. ასეთი დისკუსიები რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს, ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტებზე აწევას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან საარჩევნო საკითხზე შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.