გიორგი ქადაგიძე: მე ვისაუბრებ ყველა იმ საკითხზე, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში აქტუალური იყო
26-01-2016, 06:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინაშე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშით წარდგომა მნიშვნელოვანია, რათა კითხვებზე პასუხის გაცემა მოხდეს.

 

 

"რიგი დეპუტატები და სამწუხაროდ, კომიტეტის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო ამ ანგარიშის მოსმენა და ამ თემებზე საუბარი. მე მინდა მარტივად ვთქვა, რომ მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს. მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას, რომელთაც აინტერესებთ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს გაანალიზება სად იყო წარმატება, სად წარუმატებლობა, სად მოხდა შეცდომების დაშვება.

 

 

გიორგი ქადაგიძის თქმით, რამდენიმე კვირაში მისი საკონსტიტუციო მანდატი როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის იწურება, ამიტომ მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რანგში მისი ბოლო ანგარიშის მოსმენა.

 

 

"მე არ ვიქნები დამძიმებული იმ ჩარჩოებით, რომელიც როგორც წესი, ახლავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ანგარიშს. შესაბამისად, მექნება საშუალება ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში იყო აქტუალური", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი